რამშტაინის ფორმატის მე-11 შეხვედრა 21 აპრილს გაიმართება. ევროპაში აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების ცნობით, აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი გეგმავს, პირადად უხელმძღვანელოს გერმანიაში “რამშტაინის” სამხედრო-საჰაერო ბაზაზე უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრას.
შეხვედრაზე თავდაცვის მინისტრები და თავდაცვითი სფეროს სხვა ოფიციალური პირები განიხილავენ კრიზისს, რომელიც უკრაინაში გრძელდება, და უსაფრთხოების სხვადასხვა პრობლემას, რომელთა წინაშეც დგანან აშშ-ის მოკავშირეები და პარტნიორები.
ჯგუფის წინა შეხვედრა ვირტუალურად 2023 წლის 15 მარტს გაიმართა.