ქვეყანაში არსებული შეზღუდვები კვირაში ორი დღით, შაბათ-კვირას შენარჩუნდება. ამის შესახებ პრემიერ მინისტრმა გიორი გახარიამ განაცხადა.
"8 თებერვლიდან საქართველოს მასშტაბით ამოქმედდება მუნიციპალური ტრანსპორტი და ბაზრობები.15 თებერვლიდან საქართველოს მასშტაბით აღდგება სწავლა საკლასო ოთახებში და ასევე კვების ობიექტები, მათ შორის რესტორნები ამოქმედდება ღია სივრცეში.
შეზღუდვები შენარჩუნდება შაბათ-კვირას", - განაცხადა გახარიამ.