Energoatom კანადის Cameco-სთან ბირთვული საწვავის შესყიდვაზე შეთანხმდა. საწვავი გამოყენებული იქნება უკრაინის ატომურ ელექტროსადგურებში.
ამის შესახებ კანადის პრემიერ-მინისტრის ჯასტინ ტრუდოს ოფისში განაცხადეს.
პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალის კანადაში ვიზიტის დროს, კომპანია Cameco-მ და უკრაინის სახელმწიფო საკუთრებაში არსებულმა Energoatom-მა გააფორმეს ძირითადი მიწოდების შეთანხმება, რომლის მიხედვითაც, Cameco 2035 წლამდე უკრაინის ბირთვული საწვავის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად ურანს მიაწვდის.