რუსეთის თავდაცვის სამინისტრო განცხადებით, მოსკოვმა სტრატეგიული დანიშნულების სარაკეტო ჯარებმა საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტის გამოცდა ჩაატარა. ხსენებული ჯარების არსენალში ბირთვული იარაღია.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თანახმად, „წარმატებული გამოცდა“ 11 აპრილს ასტრახანის ოლქში, კაპუსტინ იარის პოლიგონზე ჩატარდა.