ლევან იოსელიანი პარლამენტის ვიცე-სპიკერი იქნება

საქართველოს პარლამენტმა ვიცე-სპიკერის თანამდებობაზე პარტია “მოქალაქეების“ წარმომადგენელი ლევან იოსელიანი აირჩია.

ლევან იოსელიანის კანდიდატურას მხარი 87-მა დეპუტატმა დაუჭირა.

იოსელიანმა პარლამენტის ვიცე-სპიკერის თანამდებობა ოპოზიციისთვის განკუთვნილი კვოტით დაიკავა.

ამასთან, ოპოზიციის კუთვნილი ვიცე-სპიკერის კიდევ ერთ ადგილი ავთანდილ ენუქიძემ დაიკავა.

ცნობისთვის, იმ მიზნით, რომ პარლამენტში ოპოზიციის სტატუსით შესულ ცალკეულ დეპუტატებს საპარლამენტო თანამდებობების დაკავება შესძლებოდათ, მმართველმა გუნდმა რეგლამენტში სპეციალური ცვლილებები შეიტანა, რაც მხოლოდ მეათე მოწვევის პარლამენტისთვის მოქმედებს.