დიდმა ბრიტანეთმა რუსი ოლიგარქებისა და მათი გარემოცვის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა

გაერთიანებულმა სამეფომ რუსი ოლიგარქებისა და მათი გარემოცვის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა. სანქცირებულთა შორის რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ნათლიის, ვიქტორ მედვედჩუკის ცოლი ოქსანა მარჩენკო, ასევე, ოლიგარქების - სულეიმან კერიმოვის, ანდრეი სკოჩისა და ვლადიმირ ევტუშენკოვის ნათესავებიც არიან. ნათქვამია დიდი ბრიტანეთის მთავრობის განცხადებაში. 

კერძოდ, დასანქციორდნენ ის პირები, რომლებიც ხელს უწყობენ ოლიგარქების აქტივების დამალვას. დიდი ბრიტანეთის მთავრობის განმარტებით, სანქცირებულია უსმანოვის ფინანსური ქსელი, მათ შორის კომპანიები USM, Curzon Square და Hanley Limited. სანქცირებულნი არიან ოლიგარქების ოჯახის წევრებიც, რომლებიც მოქმედებენ სიმდიდრის დასამალად.

ბრიტანული მხარის განცხადებით, გაერთინებული სამეფო ებრძვის სანქციების გვერდის ავლას და ებრძვის მათ, ვისაც ამაში პასუხისმგებლობის წვლილი მიუძღვის.

შეზღუდვები დაწესდა სულეიმან კერიმოვის ქალიშვილის მიმართაც. ბრიტანეთის ხელისუფლებამ დაადგინა, რომ იგი მოქმედებდა „იმ პირის სახელით ან მითითებით, რომელიც მონაწილეობდა ან იყო ჩართული უკრაინაში დესტაბილიზაციაში, ძირს უთხრის ან ემუქრება უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს“.