რუსეთი, ომბუდსმენის, ტატიანა მოსკალკოვას სახით, ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების გლობალური ალიანსის (ENNHRI) ევროპული ქსელიდან გაირიცხა. ამის შესახებ უკრაინის პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომისარი (ომბუდსმენი) დმიტრო ლუბინეცი აცხადებს.
„დღეს მე მივიღე მონაწილეობა კენჭისყრაში რუსეთის ფედერაციაში ადამიანის უფლებათა კომისრის ინსტიტუტის ENNHRI-დან გარიცხვის საკითხზე. კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღეს ENNHRI-ს A სტატუსის მქონე წევრებმა. ხაზს ვუსვამ, რომ ეს ისტორიაში პირველი შემთხვევაა, რომ ასოციაციის, ერთ-ერთი წევრი გარიცხულია“, - ამბობს ლუბინეცი.
ომბუდსმენის თქმით, კენჭისყრის მიზეზი ის იყო, რომ მოსკალკოვას საქმიანობა ეწინააღმდეგებოდა ალიანსის წესდებით განსაზღვრულ მიზნებს.
ლუბინეცმა აღნიშნა, რომ რუსეთის ENNHRI-დან გაძევების მოლოდინში, მოსკალკოვა ცდილობდა, თავად გამოეცხადებინა ალიანსიდან გასვლის შესახებ.
ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების გლობალური ალიანსი (GANHRI) აერთიანებს ადამიანის უფლებათა წარმომადგენლებს მთელი მსოფლიოდან 1993 წლიდან და ამჟამად ჰყავს 120 წევრი ორგანიზაცია. ისინი პირობითად იყოფა ოთხ ქსელად: აფრიკული, ამერიკული, აზია-წყნარი ოკეანის და ევროპული.