ზესტაფონში სახლის აშენების სამუშაოებისას, მიწაში ძველი ქართული ხმლები აღმოაჩინეს

ზესტაფონის მერიის ცნობით, ერთერთ უძველეს დასახლებაში, კირკის უბანში, ძველი ქართული საბრძოლო იარაღები აღმოაჩინეს.

უწყება ფეისბუქის გვერდზე ფოტოებსაც ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, საბრძოლო აღჭურვილობა ეზოში მას შემდეგ იპოვეს, რაც კუთვნილ ტერიტორიაზე სახლის ასაშენებლად მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყეს.საბრძოლო იარაღების წარმომავლობას ახლა უკვე არქეოლოგები სწავლობენ.

პირველადი ვერსიით, როგორც სპეციალისტები განმარტავენ, ეს შესაძლოა იყოს ერთჯერადად დაფლული იარაღის საცავი, სწრაფად დაგეგმილი შესაძლო ომიანობის სამზადისის გამო.საქართველოში იარაღის წარმობა ბრინჯაოს ხანიდან იღებს სათავეს.

პირველი უძველესი ნიმუში, რომელიც დღემდეა შემორჩენილი, ეს არის ბრინჯაოსგან ჩამოსხმული პატარა ზომის კოლხური ცული, რომელსაც ანალოგი არ ჰყავს მსოფლიოში.