უზბეკეთის პრეზიდენტმა შავქათ მირზიოევმა თურქული ელექტრომობილი Togg გამოსცადა, იუწყება Trend უზბეკეთის პრეზიდენტის პრესსამსახურზე დაყრდნობით.
12 აპრილს მირზიოევს ელექტრომობილი Togg აჩუქეს.
თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის სახელით უზბეკეთის პრეზიდენტს ახალი ელექტრომობილის გასაღები თურქეთის მრეწველობისა და ტექნოლოგიების მინისტრმა მუსტაფა ვარანკმა გადასცა.
4 აპრილს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს პირველი თურქული ელექტრომობილი Togg გადაეცა. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ უახლოეს დღეებში, თურქმენეთის პრეზიდენტის სერდარ ბერდიმუჰამედოვის შეკვეთის საფუძველზე, თურქეთი ქვეყანას Togg ელექტრომობილს მიაწვდის.