შეერთებული შტატების საჰაერო ძალების მეხუთე თაობის გამანადგურებლები (F-22 Raptors) NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგზე დაგეგმილი როტაციის ფარგლებში, პოლონეთის საჰაერო ბაზაზე დაეშვნენ. ინფორმაციას NATO-ს მოკავშირეთა საჰაერო სარდლობა ავრცელებს.
მისივე თანახმად, მეხუთე თაობის მებრძოლები პოლონეთის (Powidz) საჰაერო ძალებთან ერთად იმუშავებენ და მხარს დაუჭერენ მთელ რიგ მისიებს ბალტიის და შავი ზღვის რეგიონში.