თურქულმა ნავთობკომპანიამ (BOTAS) და ბულგარულმა Bulgargaz-მა ოთხშაბათს დაიწყეს გაზის პირველი გადაზიდვა თურქეთიდან ბულგარეთში 13-წლიანი შეთანხმების საფუძველზე, იუწყება Anadolu.
„დღევანდელი მიწოდება იქნება დაახლოებით 55 მილიონი კუბური მეტრი (მკმ), მაგრამ ჩვენ გვექნება წლიური მიწოდება 1,5 მილიარდი კუბური მეტრი (მკმ). ეს სიმძლავრე შეიძლება, გაიზარდოს მოთხოვნის ზრდასთან ერთად. ტექნიკურად, ჩვენ გვაქვს ეს შესაძლებლობა“, - განაცხადა BOTAS-ის გენერალურმა მენეჯერმა, ბურჰან ოზჯანმა.
ბულგარეთის ენერგეტიკის მინისტრი, როსენ ჰრისტოვი გადაწყვეტილებას მიესალმა.
მისი თქმით, პარტნიორობა უზრუნველყოფს ენერგეტიკულ უსაფრთხოებას არამხოლოდ ბულგარეთის, არამედ, მთელი სამხრეთ-აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპისთვის.