ამერიკამ ბუდაპეშტის საერთაშორისო საინვესტიციო ბანკის მაღალი რანგის სამ მენეჯერს სანქციები დაუწესა

შეერთებულმა შტატებმა ოთხშაბათს ბუდაპეშტში რუსეთის მიერ კონტროლირებადი საერთაშორისო საინვესტიციო ბანკის სამ წამყვან თანამდებობის პირს სანქციები დაუწესა, მათ შორის არის უნგრელი ბანკირი. ამის შესახებ Reuters-ი წერს. სანქციების ქვეშე მოექცა თავად საერთაშორისო საინვესტიციო ბანკიც. 

აშშ-ის სანქციების სიას დაემატა რუსეთის ფედერაციის ორი მოქალაქე - ბანკის ყოფილი ხელმძღვანელი ნიკოლაი კოსოვი და გიორგი პოტაპოვი, ასევე უნგრეთის მოქალაქე იმრე ლასლოცკი.

„IIB–ის აღმასრულებლები კოორდინაციაში იყვნენ რუსეთის ფედერაციის ოფიციალურ პირებთან IIB–ის ბიზნესთან დაკავშირებლულ საკითხებთან დაკავშირებით, 2022 წლის თებერვალში უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგაც კი,  – ნათქვამია აშშ–ის ხაზინის დეპარტამენტის ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში.