შსს აცხადებს, რომ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა რიკოთის უღელტეხილის მიმდებარე ტერიტორიაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი სატვირთო ავტომობილების გატარება დაიწყეს.
- რიკოთი სატვირთო მანქანებისთვის დღეს, მსუბუქი ტრანსპორტისთვის კი, 13 აპრილიდან გაიხსნება
- შსს თბილისი-სენაკი-ლესელიძის ცენტრალურ მაგისტრალზე ავტომანქანებისა და მგზავრთა გადაადგილებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
მისივე თანახმად, საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები მობილიზებულნი არიან თბილისი-სენაკი-ლესელიძის ცენტრალური მაგისტრალის სხვადასხვა მონაკვეთზე, გამართულ საავტომობილო მოძრაობას უზრუნველყოფენ და მგზავრთა უსაფრთხოდ გადაადგილების მიზნით საგზაო მოძრაობას არეგულირებენ.
„რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლების მიერ ჩატარებული სამუშაოს შედეგად ახალი რეჟიმი ამოქმედდა, რომლის მიხედვითაც ამ დროისთვის აღნიშნულ გზაზე, დროის განსაზღვრულ მონაკვეთში დაშვებულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი სატვირთო ავტომობილების გადაადგილება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
რიკოთი სატვირთო მანქანებისთვის დღეს გაიხსნა, მსუბუქი ტრანსპორტისთვის კი, 13 აპრილიდან გაიხსნება.