ნიდერლანდები კორონავირუსის დასადგენად სწრაფ ახალ ტესტებს გამოიყენებს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. ამსტერდამის კლინიკებში SpiroNose-ის აპარატების დამონტაჟება დაიწყეს, რომლებიც ვირუსზე ტესტს ადამიანის მიერ ამონასუნთქი ჰაერის ანალიზით გაკეთებს.
ეს მეთოდი სტანდარტულ ნაცხის ტესტზე ბევრად მოსახერხებელია და 95%-თ ეფექტურია.
SpiroNose-ზე ჰოლანდიური კომპანია რამდენიმე თვე მუშაობდა. იმ შემთხვევაში, თუ სუნთქვის სწრაფი ტესტი დადებით პასუხს აჩვენებს, PCR ტესტის გავლა მაინც სავალდებულოა.
ბელგიელი ვირუსოლოგის, მარკ ვან რასთის თქმით, (SpiroNose) „დამაიმედებელი ტექნოლოგია შედეგს რამდენიმე წუთში იძლევა“.