Ukraerorukh არ იზიარებს Eurocontrol-ის პროგნოზს, რომ უკრაინის საჰაერო სივრცეში შეზღუდვები 2029 წლამდე შენარჩუნდება

უკრაინის საჰაერო მიმოსვლის სახელმწიფო საწარმო, Ukraerorukh არ იზიარებს Eurocontrol-ის პროგნოზს, რომ უკრაინის საჰაერო სივრცე 2029 წლამდე დაკეტილი დარჩება. სახელმწიფო კომპანია აცხადებს, რომ უკრაინის საჰაერო სივრცე ომის დასრულების შემდეგ გაიხსნება.

11 აპრილს, საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ევროპულმა ორგანიზაციამ (Eurocontrol) გამოაქვეყნა შვიდწლიანი პროგნოზი, რომელიც მოიცავდა უკრაინის საჰაერო სივრცეზე შეზღუდვების ალბათობას 2029 წლამდე. 2022 წლის 24 თებერვალს, რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის გამო, უკრაინამ მთლიანად დახურა თავისი საჰაერო სივრცე სამოქალაქო თვითმფრინავებისთვის.

Ukraerorukh მიხედვით, ისეთი ორგანიზაციების პროგნოზები, როგორიცაა Eurocontrol, მნიშვნელოვან წონას ატარებს და გამოიყენება ევროპის ქვეყნების მიერ საჰაერო ნავიგაციის მომსახურების საფასურის ყოველწლიური გაანგარიშებისას.

ამ მიზეზით, მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ Eurocontrol არ აწარმოებს და არ იყენებს სამხედრო პროგნოზებს, ანალიზს ან ვარაუდებს საკუთარი პროგნოზების შესაქმნელად. მიუხედავად რუსეთის მიერ წაროებული ფართომასშტაბიანი ომისა, უკრაინა სრულად ემზადება მის საჰაერო სივრცეში ფრენების აღდგენისთვის", - წერს Ukraerorukh განცხადებაში უკრაინული მედიის ცნობით.