კელი დეგნანმა უპასუხა შეკითხვას, განიხილავს თუ არა აშშ დავით კეზერაშვილის სანქცირებას

განიხილავს თუ არა აშშ თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის სანქცირებას - მედიის ამ შეკითხვას უპასუხა ამერიკის ელჩმა კელი დეგნანმა.

„ჩვენ წინასწარ არ ვაცხადებთ სანქციებს. ეს არის კარგი მაგალითი იმისა, რამდენად მნიშვნელოვანია საგამოძიებო ჟურნალისტიკა, ხელისუფლების მიერ ჩატარებული გამოძიება, რათა მიაწოდონ ასეთი ინფორმაცია საზოგადოებას, რომელიც ღია და დახურული წყაროებიდან არის მოპოვებული, რაც ქმნის საფუძველს ამ ტიპის ზომებისთვის. ცხადია, ჩვენ თავადაც ვაწარმოებთ ზედმიწევნით პროცესს, რათა შევაფასოთ ინფორმაცია, ვიდრე რაიმე ნაბიჯს გადავდგამთ.

 BBC-ს მსგავსი გამოძიება მნიშვნელოვანი კომპონენტია. ვიმედოვნებ, რომ საქართველოს ხელისუფლებას ექნება შესაძლებლობა, თავად გამოიძიოს ამგვარი ბრალდებები და თავად აწარმოოს გამოძიება. ეს იმ ტიპის ინფორმაციაა, რომელიც შესაძლოა, ამ ყველაფრის ნაწილი იყოს“, - აღნიშნა კელი დეგნანმა.