გერმანიის საჰაერო ძალები AirDefender23-ისთვის ემზადებიან. ეს 40 წელზე მეტი ხნის განმავლობაში საჰაერო ძალების ყველაზე დიდი წვრთნებია, რომელიც 12-23 ივნისს გაიმართება.
სწავლება Air Defender 2023 არის საჰაერო ძალების ყველაზე დიდი წვრთნები NATO-ს ისტორიაში და ასახავს ტრანსატლანტიკურ სოლიდარობას.
12-23 ივნისს, გერმანიის საჰაერო ძალების მეთაურობით, წვრთნების 10 000-მდე მონაწილე 24 ქვეყნიდან, 220 თვითმფრინავის ჩართულობით ჩაატარებს საჰაერო ოპერაციებს ევროპის საჰაერო სივრცეში.
Air Defender 23 გულისხმობს რთულ სცენარებს მოკავშირეთა საჰაერო ძალებისთვის. მისი მიზანია NATO-ს ძალებს შორის თანამშრომლობის ოპტიმიზაცია/გაღრმავება და ალიანსის სიძლიერის ჩვენება. გერმანია როგორც კოლექტიური თავდაცვის ცენტრი ევროპაში, ამ წვრთნების დროს თავის როლს ასრულებს.
მონაწილეებს შორის არიან: ბელგია, ბულგარეთი, ხორვატია, ჩეხეთი, დანია, ესტონეთი, ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, უნგრეთი, იტალია, იაპონია, ლატვია, ლიტვა, ლუქსემბურგი, ნორვეგია, პოლონეთი, რუმინეთი, სლოვაკეთი, ესპანეთი, შვედეთი, თურქეთი, გაერთიანებული სამეფო, შეერთებული შტატები.
წვრთნებისთვის ძირითადი საფრენი ზონა გერმანიის თავზე იქნება.
სხვა მასპინძელი აეროდრომების ჩამონათვალი კი ასეთია:
Jagel/Hohn - Schleswig-Holstein
Laage - Mecklenburg-Western Pomerania
Wunstorf - Lower Saxony
Lechfeld - Bavaria
Spangdahlem - Rhineland-Palatinate
Volkel - Netherlands
Čáslav - Czech Republic