ჰააგის სასამართლომ რუსეთს უკრაინის Naftogaz-სთვის 5 მილიარდი დოლარის გადახდა დააკისრა

ჰააგის მუდმივმოქმედმა საარბიტრაჟო სასამართლომ რუსეთს დაავალა, 5 მილიარდი დოლარი გადაუხადოს უკრაინის სახელმწიფო ნავთობისა და გაზის მონოპოლიას ნაფტოგაზს. ამის შესახე უკრაინული მედიის ცნობით, კომპანიის პრესსამსახური იტობინება.

ეს არის 2014 წელს ყირიმის ანექსიის შემდეგ „ნაფტოგაზის“ აქტივების უკანონოდ ჩამორთმევით გამოწვეული ზარალის კომპენსაცია. სასამართლომ დაადგინა, რომ კომპენსაციის ოდენობა უნდა შეესაბამებოდეს ნაფტოგაზის აქტივების სამართლიან საბაზრო ღირებულებას მათ დაყადაღებამდე, ნათქვამია ინფორმაციაში.

რუსეთი ამტკიცებდა, რომ „ნაფტოგაზს“ არ ჰქონდა რაიმე კომპენსაციის უფლება, მაგრამ სასამართლო ამას არ დათანხმდა. „ახლა რუსეთმა უნდა შეასრულოს ეს გადაწყვეტილება საერთაშორისო კანონმდებლობით ნაკისრი ვალდებულებების შესაბამისად“, - თქვა ოლექსიი ჩერნიშოვმა, ნაფტოგაზ ჯგუფის ხელმძღვანელმა, რადგან საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების შესრულება შესაძლებელია აღსრულების მექანიზმით.

რუსეთს ასევე მოუწევს „ნაფტოგაზისთვის“ 2016 წელს მოთხოვნილი საარბიტრაჟო განხილვასთან დაკავშირებული ხარჯების კომპენსირებაც. მოსკოვს ჯერ არ გაუკეთებია კომენტარი მუდმივმოქმედი საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე. ყირიმის ნახევარკუნძული რუსეთის ფედერაციის მიერ არის ანექსირებული.