ბრიტანეთი მოსახლეობისთვის პირველი და მეორე დოზებისთვის სხვადასხვა ვაქცინის გაკეთების ვარიანტს განიხილავს, ასევე შესაძლოა ქვეყანამ სტანდარტი შეცვალოს და ორივე დოზა, ერთ მოქალაქეს არ გაუკეთოს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ინიციატივის ერთ-ერთი მიზეზი ვაქცინაციის დისტრიბუციიის პრობლემებთან გამკლავებაა.
მეცნიერების თქმით, შესაძლოა ვაქცინების შერევამ უკეთესი დაცვა უზრუნველყოს.
ვაქცინაციის საკითხებზე პასუხისმგებელი მინისტრის, ნადიმ ზაჰავის თქმით, ჯერჯერობით არ იგეგმება იმუნიზაციის პროცესში ცვლილება.