შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ირლანდიაში ვიზიტისას განაცხადა, რომ აშშ ახლოს არის საიდუმლო დოკუმენტების გაჟონვის ორგანიზატორის გამოვლენასთან.
მისი თქმით, სრულმასშტაბიანი გამოძიება გრძელდება.
„სადაზვერვო საზოგადოება და იუსტიციის დეპატამენტი მის დასასრულს უახლოვდებიან”, - განაცხადა ჯო ბაიდენმა.
აშშ-ის პრეზიდენტი, რომელმაც პირველად ისაუბრა ამ თემაზე, შეშფოთებულია თავად დოკუმენტების გაჟონვის შესახებ ცნობებით და არა მისი შინაარსით.
„მაგრამ, რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილი, ამ მომენტისთვის არაფერი არ არის, რასაც შესაძლოა, რაიმე შედეგები ჰქონოდა”, - აღნიშნა ჯო ბაიდენმა.
ასევე წაიკითხეთ: Washington Post-მა „პენტაგონის საიდუმლო დოკუმენტების გაჟონვაზე“ პასუხისმგებელი პირი გაშიფრა