უკრაინა-მოლდოვა-რუმინეთის შეხვედრის მონაწილეებმა ბუქარესტში ერთობლივი განცხადება მიიღეს

რუმინეთის, მოლდოვის რესპუბლიკისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, ასევე, თავდაცვის მინისტრებმა ბუქარესტში სამმხრივი შეხვედრა გამართეს, რათა განეხილათ რეგიონში უსაფრთხოების ვითარება და შემდგომი თანამშრომლობის პერსპექტივები. შეხვედრის შემდგომი ერთობლივი განცხადება საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

„როგორც ევროპის კონტინენტის აღმოსავლეთ ნაწილის პარტნიორები, ჩვენ ვიზიარებთ უსაფრთხოების საერთო შეშფოთებას და გვაქვს საერთო ინტერესები სტაბილური და უსაფრთხო უფრო ფართო შავი ზღვის რეგიონისთვის...

ჩვენ გავაგრძელებთ თანამშრომლობას, ვიდრე ეს საჭიროა, რათა მხარი დავუჭიროთ უფლებას, თავისუფლად ავირჩიოთ ჩვენი საკუთარი საგარეო პოლიტიკა და ალიანსები, უზრუნველვყოთ ლეგიტიმური თავდაცვა, გავაძლიეროთ მდგრადობა და სტაბილურობა, უსაფრთხოება და კეთილდღეობა ჩვენს რეგიონში“, - ნათქვამია დოკუმენტში.

განცხადების ავტორებმა ასევე გამოხატეს სრული მხარდაჭერა საერთაშორისო საზოგადოების ძალისხმევისსადმი, უკრაინის ტერიტორიაზე სერიოზული საერთაშორისო დანაშაულის ჩამდენი პირების პასუხისმგებლობის უზრუნველსაყოფად, მათ შორის სასამართლო მექანიზმების მეშვეობით.