2023 წელს უკრაინა იაპონიისგან $3,5 მილიარდს მიიღებს - ფინანსთა სამინისტრო

იაპონიის მთავრობა 2023 წელს უკრაინას 3,5 მილიარდი აშშ დოლარის პირდაპირი საბიუჯეტო დახმარების გამოყოფას გეგმავს. Ukrinform-ის ცნობით, ამის შესახებ უკრაინის ფინანსთა სამინისტრომ უკრაინის ფინანსთა მინისტრ სერგი მარჩენკოსა და იაპონიის ფინანსთა მინისტრ შუნიჩი სუზუკის შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„უკრაინა დიდად აფასებს იაპონიის წვლილს რუსეთის აგრესიულ ომში ჩვენი გამარჯვების დაჩქარებაში, სისტემატური ფინანსური და ჰუმანიტარული დახმარებისა და რუსეთზე სანქციების ზეწოლის გზით. 2023 წელს G7 სამიტის გამართვით, იაპონია აჩვენებს ლიდერობას უკრაინის საკითხის საერთაშორისო დღის წესრიგში შენარჩუნებასა და უკრაინის ფინანსური დახმარების საკითხის ირგვლივ კოორდინაციაში“, - განაცხადა მარჩენკომ.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ომის დროს, თავდაცვისა და უსაფრთხოების ხარჯები იზრდება, ხოლო საგარეო დაფინანსება მნიშვნელოვან როლს ასრულებს მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნებაში.

თავის მხრივ, შუნიჩი სუზუკიმ დაადასტურა იაპონიის მთავრობის განზრახვა, რომ 2023 წელს უკრაინას 3,5 მილიარდი აშშ დოლარის პირდაპირი საბიუჯეტო მხარდაჭერა გამოუყოს. ეს თანხები ხელს შეუწყობს პრიორიტეტული ხარჯების დაფინანსებას, მათ შორის სოციალური და ჰუმანიტარული ხარჯების დაფარვას.