Pfizer-ი აცხადებს, რომ მიმდინარე წელს, კორონავირუსის ვაქცინის გაყიდვებიდან შემოსავლების სახით, $15 მილიარდის მიღებას ელოდება. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
კომპანიაში აცხადებენ, რომ 2021 წლის ბოლომდე, ორი მილიარდი დოზა ვაქცინის წარმოება აქვთ გეგმაში. კომპანიის აღმასრულებელი ხელმძღვანელის ალბერტ ბურლას თქმით, ისინი არაერთ ინიციატივაზე მუშაობენ, რათა წარმოება გაზარდონ.
ამერიკული ფარმაცევტული კომპანიის განცხადებით, გასული წლის მეოთხე კვარტალში ვაქცინის გაყიდვებით 154 მილიონი დოლარი მიიღეს.
31 იანვრის მდგომარეობით, Pfizer-მა მსოფლიოს უკვე 65 მილიონი დოზა ვაქცინა, ხოლო აშშ-ს 200 მილიონი დოზა მიაწოდა. მაისის ბოლომდე აშშ-ს დამატებით 200 მილიონი დოზა ვაქცინა უნდა მიაწოდოს.