ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში დემოკრატების და რესპუბლიკელების ორპარტიული ჯგუფი ამზადებს კანონპროექტს, რომელიც უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის მთავრობასა და მმართველ პარტია „ფიდესთან" კავშირის მქონე უნგრელი პოლიტიკოსებისთვის სანქციების დაწესებას ითვალისწინებს.
The Guardian-ის ინფორმაციით, კანონპროექტი, რომელიც გასული წლიდან მზადდება, კონგრესს, სავარაუდოდ, მაისში წარედგინება.
უნგრელი პოლიტიკოსების შესაძლო სანქცირების ფონია შეერთებულ შტატებსა და უნგრეთს შორის გაუარესებული ურთიერთობა, ბუდაპეშტის ანტიამერიკული რიტორიკა და ორბანის მთავრობის კავშირები რუსეთთან.
12 აპრილს შეერთებულმა შტატებმა ოთხშაბათს ბუდაპეშტში რუსეთის მიერ კონტროლირებადი საერთაშორისო საინვესტიციო ბანკის სამ წამყვან თანამდებობის პირს სანქციები დაუწესა, მათ შორის არის უნგრელი ბანკირი.
აშშ-ის სანქციების სიას დაემატა რუსეთის ფედერაციის ორი მოქალაქე - ბანკის ყოფილი ხელმძღვანელი ნიკოლაი კოსოვი და გიორგი პოტაპოვი, ასევე უნგრეთის მოქალაქე იმრე ლასლოცკი.
„IIB–ის აღმასრულებლები კოორდინაციაში იყვნენ რუსეთის ფედერაციის ოფიციალურ პირებთან IIB–ის ბიზნესთან დაკავშირებლულ საკითხებთან დაკავშირებით, 2022 წლის თებერვალში უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგაც კი, – ნათქვამია აშშ–ის ხაზინის დეპარტამენტის ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში.