7 თებერვლიდან, Bus line-ზე მუნიციპალური ტრანსპორტის გარდა სხვა სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება იკრძალება. ამის შესახებ ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ განაცხადა.
„თქვენ იცით, ვიდრე საზოგადოებრივი ტრანსპორტი გაჩერებული იყო, ჩვენ დაშვებული გვქონდა ავტობუსის ზოლში მოძრაობა. 7 თებერვლიდან ეს შეზღუდვა ამოქმედდება და კვირას სატრანპორტო საშუალება, რომელიც გადავა ავტობუსის ზოლში, დაჯარიმდება ადმინისტრაციული სახდელით ისეთივე წესით, როგორც ხდებოდა აქამდე“, – განაცხადა ხმალაძემ.
როგორც ცნობილია, ავტობუსებში , მიკროავტობუსებსა და მეტროსადგურებში მკაცრად გაკონტროლდება პირბადის ტარების წესი.