ბრიტანეთის მარეგულირებელმა ჩინურ CGTN-ის მაუწყებლობის ლიცენზია გააუქმა. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
მარეგულირებლის გადაწყვეტილებას თან სდევდა გამოძიების დასკვნა, რომლის მიხედვით, Star China Limited-ი ლიცენზიას უნებართვოდ ფლობს.
მარეგულირებლის თქმით, ჩინურმა კომპანიამ ვერ შეძლო დაემტკიცებინა, რომ ჩინეთის კომუნისტური პარტიისგან დამოუკიდებლად მუშაობს.
Ofcom-ის (ბრიტანული მარეგულირებელი) თანახმად, ჩინეთის სახელმწიფო სამაუწყებლო კომპანიას არ ჰქონდა სარედაქციო პასუხიმსგებლობა არხის ოპერირებისთვის და დასძენენ, რომ ჩინური კომპანია მეტწილად ახალი ამბების არხის დისტრიბუტორია და არა პროვაიდერი.
ბრიტანეთის კანონდებლობის თანახმად, სამაუწყებლო კომპანიას აქვს უფლება სახელმწიფოს დაფინასებით იმუშაოს, თუმცა აკრძალულია პოლიტიკურ პარტიების მხრიდან კომპანიის კონტროლი.