The Washington Post-ის მიერ მოპოვებული საიდუმლო დოკუმენტების თანახმად, უკრაინაში ომმა რუსეთის სპეციალური დანაყოფის ძალები გაანადგურა და მოსკოვს წლები დასჭირდება მათ აღსადგენად.
„22-ე და ორმა სხვა ბრიგადამ განიცადა დაახლოებით 90-დან 95 პროცენტიანი დანაკარგი“, - ნათქვამია შეფასებებში. გამოცემა პენტაგონიდან გაჟონილ დოკუმენტებს ეყრდნობა.
რუსეთის პრობლემების გამწვავება გამოცდილების დაკარგვა მის ელიტარულ ძალებში.
სპეცრაზმის ჯარისკაცებს ესაჭიროებათ სულ მცირე ოთხწლანი სპეციალიზებული მომზადება, ნათქვამია აშშ-ს დოკუმენტებში, რომლებიც ასკვნის, რომ მოსკოვის ამ ქვედანაყოფების აღდგენას შესაძლოა, ათი წელი დასჭირდეს. დოკუმენტებში არ არის ნათქვამი, თუ რამდენი ჯარისკაცი დაიღუპა ან დაიჭრა უკრაინაში.
დოკუმენტების თანახმად, მას შემდეგ რაც, 2022 წლის თებერვალში მოსკოვმა უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი შეჭრა დაიწყო, ელიტარულ ძალებს პირდაპირ ბრძოლაში ჩართვა უბრძანა.