ყირიმის დასაბრუნებლად გამოვცდით და გამოვიყენებთ ნებისმიერ, იარაღს რომელიც არ არის აკრძალული საერთაშორისო კანონმდებლობით. შესაბამისი პოსტი უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თვდაცვის საბჭოს მდივანმა Twitter-ზე განათავსა.
„ყირიმი უკრაინის ტერიტორიაა, და ჩვენ გამოვცდით და გამოვიყენებთ ნებისმიერ იარაღს, რომელიც არ არის აკრძალული საერთაშორისო კანონმდებლობით, და რომელიც დაგვეხმარება გავათავისუფლოთ ჩვენი ტერიტორიები“, - წერს Twitter-ზე ოლექსი დანილოვი.
ყირიმი რუსეთის მიერ არის ანექსირებული 2014 წლიდან. რუსეთი უკრაინაში შეიჭრა გასული წლის 24 თებერვალს და დღემდე აგრძელებს ომს.