უნგრეთი შესაძლოა, ფარულად ეხმარება უკრაინას იარაღის მიწოდებაში, ნებას რთავს მოკავშირეებს გამოიყენონ მისი საჰაერო სივრცე, ნათქვამია აშშ-ის დაზვერვის გადაუმოწმებელ დოკუმენტებში, რომლებიც Politico-მ მათი გაჟონვის შემდეგ განიხილა.
ერთ-ერთ დოკუმენტში აღწერილია უკრაინელი მფრინავების გეგმა, რომლის თანახმად, ხორვატიიდან უკრაინაში ვერტმფრენებით, „უნგრეთის საჰაერო სივრცის გავლით გადაფრინდნენ“, - წერს გამოცემა.
მას შემდეგ, რაც გასული წლის თებერვალში რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, უნგრეთმა დაგმო ომი, მაგრამ უარი განაცხადა უკრაინითვის იარაღის მიწოდებაზე. ქვეყანა აცხადებს, რომ სანქციები და იარაღის მიწოდება არ არის მშვიდობის მომტანი ზომები. ბუდაპეშტი ასევე დაემუქრა ევროკავშირის გარკვეულ სანქციებს ვეტოს დადებით, და შეაჩერა კიევისთვის ევროკავშირის დაფინანსების ძირითადი პაკეტის, 18 მილიარდი ევროს გადაცემა.