კანადის ხელისუფლებამ „რუსული იმპერიული მოძრაობა“ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარა. ამის შესახებ ინფორმაციას კანადის საზოგადოებრივი უსაფრთხოების მინისტრი, უილიამ ბლერი ავრცელებს.
"ძალადობრივ ექსტრემიზმს კანადაში ადგილი არ აქვს. დღეს ჩვენ გამოვაცხადეთ, რომ დამატებით 13 ჯგუფმა დააკმაყოფილა კანადაში ტერორისტულ სუბიექტებად აღიარების პირობა. მათ შორის არის ოთხი ჯგუფი, რომელთა ძალადობრივი ექსტრემიზმი გამოწვეულია საძულველი იდეოლოგიებით", - განაცხადა უილიამ ბლერმა.
კანადამ ტერორისტულ ორგანიზაციად, გარდა „რუსული იმპერიული მოძრაობისა“, აღიარა სხვა 13 ორგანიზაციაც, რომელთა შორის არიან რადიკალური ისლამისტური ორგანიზაციები, ასევე ამერიკის ულტრამემარჯვენე „ამაყი ბიჭები“.