გერმანიის მთავრობა ევროკავშირის მე-11 სანქციებში რუსეთის ბირთვული სექტორის შეტანას მხარს უჭერს, განაცხადა გერმანიის ეკონომიკურ საკითხებში და კლიმატის დაცვის ფედერალურმა მინისტრმა და ვიცე-კანცლერმა რობერტ ჰაბეკმა DPA-სთან ინტერვიუში.
ბირთვული ტექნოლოგია ძალიან მგრძნობიარე სფეროა და აქ რუსეთი ვეღარ ჩაითვლება სანდო პარტნიორად, მიიჩნევს მინისტრი.
მისივე განცხადებით, რუსეთის ფედერაცია იყენებს თავის ენერგორესურსებზე დამოკიდებულებას ზეწოლის განსახორციელებლად.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რამდენჯერმე მოუწოდა ევროკავშირს, კომპანია „როსატომის“ წინააღმდეგ დააწესოს სანქციები.
Plitico წერდა, რომ რუსეთის ბირთვული სექტორისთვის სანქციების დაწესების წინააღმდეგი უნგრეთი და საფრანგეთი არიან.
„უნგრეთი ამას არ უშვებს, რადგან მისი ატომური ელექტროსადგურები „როსატომს“ ეკუთვნის და ამბობენ, რომ ისინი ქვეყნის ელექტრომომარაგებისთვის საჭირო ენერგიის 50 პროცენტს აწარმოებენ“, - განუცხადა გამოცემას ერთ-ერთმა დიპლომატმა.
საფრანგეთის ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენელმა მედიასთან განაცხადა, რომ „რუსულ საწვავს მრავალი ბირთვული ელექტროსადგური იყენებს“.