მეცნიერებმა დაადგინეს, რამ გამოიწვია წელს ძლიერი მიწისძვრები სანტორინიზე

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ წელს საბერძნეთის კუნძულ სანტორინის მახლობლად მომხდარი ათიათასობით მიწისძვრის „გროვა“ სამი თვის განმავლობაში, მიწისქვეშა არხში გამდნარი ქანების ამოტუმბვით იყო გამოწვეული.


მათ გამოიყენეს ფიზიკა და ხელოვნური ინტელექტი, რათა ზუსტად გაერკვიათ, თუ რამ გამოიწვია 25 000-ზე მეტი მიწისძვრა, რომლებმაც ჰორიზონტალურად დაახლოებით 20 კმ-ში (12 მილი) გაიარა დედამიწის ქერქში.


წელს საბერძნეთის კუნძულ სანტორინთან დაფიქსირებული ათიათასობით მცირე მიწისძვრის მიზეზი საბოლოოდ გაირკვა: მეცნიერების თქმით, ეს ბიძგები მიწისქვეშა არხში მოძრავმა მაგმამ გამოიწვია, რომელიც სამი თვის განმავლობაში ნელ-ნელა მიიწევდა წინ.


მკვლევრებმა ფიზიკის მეთოდებისა და ხელოვნური ინტელექტის კომბინაციით დეტალურად გაანალიზეს 25 000-ზე მეტი ბიძგი. თითოეული მიწისძვრა მათთვის ერთგვარი „ვირტუალური სენსორი“ იყო, რის მეშვეობითაც, შეძლეს გაერკვიათ, რომ მაგმა დაახლოებით 20 კილომეტრის სიგრძეზე გადაადგილდებოდა დედამიწის ქერქში.


კვლევის ერთ-ერთი ავტორი, დოქტორი სტივენ ჰიქსი (UCL) ამბობს, რომ ფიზიკისა და ხელოვნური ინტელექტის ასეთი გაერთიანება მომავალში შეიძლება, ვულკანური ამოფრქვევების უფრო ზუსტად წინასწარ განჭვრეტაში დაგვეხმაროს.


სეისმური აქტივობა საბერძნეთის კუნძულების, სანტორინის, ამორგოსისა და ანაფის ტერიტორიაზე 2025 წლის იანვარში დაიწყო. კუნძულებზე ათიათასობით მიწისძვრა მოხდა, რომელთაგან ბევრი 5.0 მაგნიტუდაზე მეტი სიმძლავრის იყო.