პოლონეთმა თურქეთიდან Bayraktar-ის უპილოტო საფრენი აპარატების მეორე პარტია მიიღო, განაცხადა პოლონეთის ვიცე-პრემიერმა, ეროვნული თავდაცვის მინისტრმა მარიუშ ბლაშჩაკმა.
„უფრო მეტი ბაირაქტარი პოლონეთის შეიარაღებულ ძალებს. დრონის ტესტირება წარმატებით დასრულდა. პირველი პარტია 2022 წლის ოქტომბერში მივიღეთ“, - დაწერა ბლაშჩაკმა Twitter-ზე. გასული წლის გაზაფხულზე პოლონეთმა ხელი მოაწერა ხელშეკრულებას თურქეთიდან 24 Bayraktar-ის უპილოტო საფრენი აპარატის შესყიდვის შესახებ. კონტრაქტის საერთო ღირებულება 270 მილიონი აშშ დოლარი იყო.