აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ მკაცრად გასაიდუმლოებული სამხედრო დაზვერვის დოკუმენტების ინტერნეტში გაჟონვა არ ასახულა ვაშინგტონის თანამშრომლობაზე მის პარტნიორებთან და მოკავშირეებთან.
„იმ საუბრებიდან გამომდინარე, რომლებიც მე მქონდა, არ მსმენია არაფერი ისეთი, რაც გავლენას მოახდენდა ჩვენს თანამშრომლობაზე მოკავშირეებთან და პარტნიორებთან“, - განაცხადა ბლინკენმა.
ვიეტნამის დედაქალაქ ჰანოიში გამართულ პრესკოფერენციაზე ბლინკენმა აღნიშნა, რომ შტატებმა ამ საკითხზეც იმუშავა თავის პარტნიორებთან და მოკავშირეებთან.
აშშ-ის საჰაერო დანაყოფის 21 წლის წევრი, რომელსაც ბრალად ედება მკაცრად გასაიდუმლოებული სამხედრო დაზვერვის მონაცემების გავრცელება, 13 აპრილს დააკავეს.