იტალია აღარ არის დამოკიდებული რუსულ გაზზე, როგორც ენერგორესურსზე. ამის შესახებ იტალიის გარემოს დაცვისა და ენერგეტიკული უსაფრთხოების მინისტრმა ჟილბერტო პიჩეტო ფრატინმა განაცხადა.
პიჩეტო ფრატინის თქმით, იტალია აძლიერებს გაზის იმპორტს აღმოსავლეთიდან ტრანსადრიატიკის მილსადენის გამოყენებით, ისევე როგორც აფრიკიდან ალჟირთან და ლიბიასთან ახლადშექმნილი შეთანხმებების მეშვეობით. იტალია ასევე ცდილობს, განავითაროს განახლებადი წყაროებიდან წარმოებული ენერგია და გაიგოს, როდის იქნება შესაძლებელი მეოთხე თაობის ბირთვული ენერგიის დანერგვა.
იტალიის ეკონომიკის მინისტრმა ადოლფო ურსომ 13 თებერვალს გაზეთ Il Messaggero-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ იტალია გეგმავდა, მთლიანად შეეწყვიტა რუსულ გაზზე დამოკიდებული 2023 წლის ბოლომდე. გარდა ამისა, ურსოს თქმით, აზერბაიჯანთან სტრატეგიული პარტნიორობა საშუალებას მისცემს იტალიას, 2024 წლისთვის ენერგიის ექსპორტი მოახდინოს სხვა ქვეყნებში და გახდეს ენერგეტიკული ჰაბი ევროპაში.