უკრაინა ამერიკული წარმოების Black Hawk-ის ტიპის შვეულმფრენს უკვე იყენებს

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ჯარისკაცებმა უკვე აითვისეს ტექნიკა და საბრძოლო მოქმედებებში იყენებენ ლეგენდარულ ამერიკულ Black Hawk-ის ტიპის ვერტმფრენს.

უკრაინული მედიის ცნობით, ბოლო დღეებში, ფრონტის ერთ-ერთ რაიონში, მთავარი სადაზვერვო სამმართველოს სპეციალური ოპერაციების ნაწილებმა მონაწილეობა მიიღეს რეგულარულ წვრთნაში Black Hawk-ის ტიპის შვეულმფრენთან ურთიერთქმედების შესახებ.

სპეცდანიშნულების რაზმებმა უკევა გაიარეს შესაბამისი სწავლება.