უკრაინამ ტყვეების გაცვლის შედეგად, რუსული ტყვეობიდან კიდევ 130 ჯარისკაცი გაათავისუფლა.
„ტყვეების დიდი სააღდგომო გაცვლა. 130 ჩვენიანს ვაბრუნებთ. ეს განხორციელდა ბოლო დღეების განმავლობაში რამდენიმე ეტაპად. სამხედროები, მესაზღვრეები, ეროვნული გვარდიის წევრები, მეზღვაურები, სახელმწიფო ტრანსპორტის სპეციალური სამსახურის თანამშრომლები, რიგითები და სერჟანტები, რომლებიც ტყვედ ჩავარდნენ ბახმუტის, სოლედარის, ზაპორიჟიესა და ხერსონის მიმართულებებით. ჩვენი ხალხი შინ ბრუნდება“, - განაცხადა პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ანდრი ერმაკმა.
ერმაკის თქმით, უკრაინელების სიცოცხლე ქვეყნისთვის უმაღლესი ღირებულებაა.