კანადამ ულტრამემარჯვენე და ნეონაცისტური დაჯგუფება - Proud Boys-ი ტერორისტულ ორგანიზაციათა სიაში დაამატა. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
საჯარო უსაფრთხოების მინისტრის, ბილ ბლეირის თქმით, ისინი დაჯდგუფებას 2018 წლიდან აკვირდებიან.
„ესკალაციის ნიშნებს ვხედავთ, ძირითადად ძალადობის მიმართულებით, ჩვენ დაჯგუფებას 2018 წლიდან ვაკვირდებით. კაპიტოლიუმზე შტურმის შემდეგ რამდენიმე ულტრამემარჯვენე ჯგუფში, მათ შორის Proud Boys-ს მხრიდან ძალადობისკენ მოწოდებები გახშირდა“, - აღნიშნავს ბლერი.
რამდენიმე კანადელი აქტივისტივს თანახმად, Proud Boys-ის ტერორისტულ ორგანიზაციათა სიაში დამატება, ზოგადად ტერორიზმის ცნებას უფრო გააფართოებს, რაც მათი თქმით, გამოხვეტის თავისუფლებასა და თავისუფალ პროტესტს საფრთხეს შეუქმნის.
Proud Boys-ი 2016 წელს შეიქმნა, მათ წევრებს ხშირად აკრიტიკებენ ძალადობის წახალისებისთვის, თუმცა ულტრამემარჯვენე ჯგუფის თქმით, ისინი ძალადობას მხოლოდ თავის დასაცავად იყენენებ. მათი ლიდერის, ჰენრი ტარიოს შესახებ მედიაში ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის წარსულში FBI-ის ინფორმატორი იყო, ტარიო აღნიშნულ ინფორმაციას ადასტურეს.
კანადის ტერისტულ ორგანიზაციათა სიაში 13 დაჯგუფებაა, მათ შორის ისლამური სახელმწიფოცაა.