იტალიური გაზეთი La Republica იტყობინება, რომ იტალიამ უკრაინას ათობით განახლებული ამერიკული წარმოების M109ტიპის თვითმავალი 155 მმ კალიბრიანი ჰაუბიცები მიაწოდა.
ამ ჰაუბიცებიდან ზოგიერთი, რომლებიც განკუთვნილია ოთხკაციანი ეკიპაჟისთვის, უკვე ფრონტის ხაზზეა.
იტალია უკრაინისთვის უახლოეს მომავალში სულ 60 M109 ტიპის ჰაუბიცის მიწოდებას გეგმავს.
M109 ტიპის ჰაუბიცები და ტყვიები უკრაინას საჩუქრად დასავლეთის რამდენიმე ქვეყანამ, მათ შორის აშშ-მ გადასცა.