რუსულმა ჯარებმა დაიწყეს ბავშვების იძულებითი დეპორტაცია სკოლებიდან და საბავშვო ბაღებიდან ოკუპირებულ ენერგოდარში, ქალაქში, სადაც ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური მდებარეობს, განაცხადა უკრაინის ატომური ენერგიის კომპანია Energoatom-მა.
გავრცელებული ინფორმაციით, იძულებითი დეპორტაცია 20 აპრილამდე გაგრძელდება.
Energoatom-მა განაცხადა, რომ რუსული ძალები ბავშვების ოკუპირებულ ყირიმში გადაყვანას, ელექტროსადგურის ავტობუსებით გეგმავენ. უკრაინული მედია წერს, რომ საქმე ეხება მანქანების ქურდობას, რადგან სადგურის თანამშრომლები სამსახურში მისასვლელად სწრორედ ამ სატრანსპორტო საშუალებას იყენებენ.
უკრაინის რეინტეგრაციის სამინისტროს ცნობით, რუსულმა ძალებმა უკანონოდ გადაიყვანეს (ან დეპორტაცია მოახდინეს) თითქმის 20 000 უკრაინელი ბავშვი რუსეთში, რაც არღვევს ჟენევის კონვენციებს. უკრაინაში მხოლოდ 327 ბავშვია დაბრუნებული.