თურქეთში საქართველოს საელჩო, სუდანში მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან და ასევე, მათი ოჯახის წევრებთან კონტაქტზეა, - ამის შესახებ საგარეო უწყება აცხადებს.
„თურქეთში საქართველოს საელჩო ინფორმირებულია აღნიშნული ფაქტის შესახებ და კონტაქტზეა, როგორც სუდანში მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან, ასევე მათი ოჯახის წევრებთან. საელჩო მუშაობს ყველა მიმართულებით“, - აცხადებენ სამინისტროში.
სუდანში ქვეყნის არმიასა და გასამხედროებულ დაჯგუფება „სწრაფი მხარდაჭერის ძალების“ მებრძოლებს შორის შეტაკებების დროს მსხვერპლის რაოდენობა 59-მდე გაიზარდა. ამის შესახებ „ბიბისი“ წერს.
შეგახსენებთ, რომ ბრძოლა დაიწყო რამდენიმეთვიანი დაძაბულობის ესკალაციის შემდეგ სამხედრო მეთაურს, გენერალ ალ ბუჰრანსა და „სწრაფი მხარდაჭერის ძალების“ ხელმძღვანელს, მუჰამედ ჰამდან დაგალოს შორის.
დაპირისპირება სამხედრო დაჯგუფების ქვეყნის არმიაში გაერთიანების საკითხზე არსებული უთანხმოების მიზეზით მოხდა.