საქართველოს ძალოსანთა ეროვნული ნაკრების წევრი, შოთა მიშველიძე ევროპის ჩემპიონი გახდა

საქართველოს ძალოსანთა ეროვნული ნაკრების წევრი, შოთა მიშველიძე ევროპის ჩემპიონი გახდა.

ერევანში მიმდინარე კონტინენტის პირველობაზე, ქართველმა ძალოსანმა ატაცში სამივე ცდა გამოიყენა, მიშველიძემ 129, 133 და 136 კილოგრამი დაძლია, რითაც მცირე ოქროს მედალი მოიპოვა.

აკვრაში, მიშველიძემ 155 და 162 კილოგრამიანი შტანგები დააფიქსირა, რითაც დისციპლინაში ვერცხლის მედალი აიღო.

ორჭიდის ჯამში ძალოსანს 298 კილოგრამი დაუგროვდა და კარიერაში მეორედ გახდა ევროპის ჩემპიონი.