გაერთიანებული სამეფოს ხელისუფლება რუსეთ-ბრიტანეთის მოქალაქის, ვლადიმერ კარა-მურზას მიმართ რუსეთის სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს გმობს. დიდი ბრიტანეთი გადაწყვეტილებას „პოლიტიკურად მოტივირებულ“ განაჩენად აფასებს.
ამასთან დაკავშირებით, რუსეთში გაერთიანებული სამეფოს ელჩი საგარეო უწყებაში დაიბარეს.
„ვლადიმერ კარა-მურზამ გაბედულად დაგმო რუსეთის შეჭრა უკრაინაში - საერთაშორისო სამართლისა და გაეროს წესდების აშკარა დარღვევა. საგანგაშოა, რომ რუსეთი არ იცავს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს, მათ შორის გამოხატვის თავისუფლებას დაცვის ვალდებულების. პატივს ვცემ ბატონ კარა-მურზას და მის ოჯახს, მათ შორის მის მეუღლეს ევგენიას. დიდი ბრიტანეთი გააგრძელებს მათ მხარდაჭერას და ბატონი კარა-მურზას დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოთხოვნას“, - განაცხადა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯეიმს კლევერლიმ.
რუსეთის სასამართლომ ოპოზიციონერ პოლიტიკოსსა და აქტივისტს ვლადიმერ კარა-მურზას 25 წლით პატიმრობა მიუსაჯა.
Amnesty International-მა და გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის ხელმძღვანელმა, ვოლკერ ტურკმა კრემლის კრიტიკოსის, ვლადიმერ კარა-მურზას მიმართ გამოტანილ განაჩენი დაგმეს.
„სამოქალაქო საზოგადოების სისტემატური რეპრესიების შემზარავი მაგალითი, რაც სტალინის ეპოქის რეპრესიებს მოგვაგონებს", - Amnesty International-ის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.