დიდ ბრიტანეთში, საპარლამენტო ზედამხედველობის ორგანომ დაიწყო გამოძიება პრემიერ-მინისტრ რიში სუნაკის მიმართ.
Reuters- ის ინფორმაციით, სტანდარტების საპარლამენტო კომისარმა დანიელ გრინბერგმა დაიწყო გამოძიება სუნაკის წინააღმდეგ წესების დარღვევის გამო, რომელიც პარლამენტის წევრების ინტერესებს ეხება.
ბრიტანეთის პარლამენტის ვებგვერდი იტყობინება, რომ გამოძიება ხუთშაბათს დაიწყო და კოდექსის მეექვსე პუნქტს მოიცავს.
წყაროს ცნობით, ღია გამოძიება შესაძლოა, ეხებოდეს სუნაკის მეუღლეს, აკშტე მურთის, რომელიც ფლობს "Koru Kids"-ის წილებს. ვარაუდობენ, რომ ის თითქოს სარგებლობს მთავრობის ახალი პოლიტიკით.
სამთავრობო ვებგვერდზე ნახსენებია - Koru Kids-ი, როგორც ბავშვებზე ზრუნვის ექვსი სააგენტოდან ერთ-ერთი. თუმცა თავად სუნაკი კომპანიასთან მეუღლის კავშირებზე არ საუბრობს.
სხვა დეტალებზე მედია არ წერს.