უკრაინის ეროვნული ბანკის (NBU) ხელმძღვანელის მოადგილემ სერგი ნიკოლაიჩუკმა განაცხადა, რომ უკრაინა 2023 წელს 42 მილიარდი დოლარის ფინანსურ დახმარებას მიიღებს, მათ შორის 4,6 მილიარდს საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან.
„წელს სიტუაცია ბევრად უკეთესია, ვიდრე გასულ წელს. 2023 წელს 42 მილიარდი დოლარის ფინანსური დახმარებაა მოსალოდნელი, მათ შორის 4,6 მილიარდი აშშ დოლარი სავალუტო ფონდისგან. ჩვენი პარტნიორების ფინანსური მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია უკრაინისთვის ამ რთულ დროს", - განაცხადა ცენტრალური ბანკმა.
მისივე თანახმად, ვაშინგტონში ვიზიტის დროს უკრაინის წარმომადგენლებმა მიიღეს გარანტიები ოფიციალური პირებისგან და აშშ-ის ადმინისტრაციისგან, საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან და სხვა კოლეგებისგან, რომ დემოკრატიული საზოგადოება მზადაა, მხარი დაუჭიროს უკრაინას იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება.