G7-ის ქვეყნები მკაცრ ზომებს მიიღებენ მათ მიმართ, ვინც რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ ომში ეხმარება

G7-ის(დიდი შვიდეულის) წევრი სახელმწიფოები პირობას დებენ, რომ მკაცრ ზომებს მიიღებენ მათ მიმართ, ვინც რუსეთს ეხმარება უკრაინის წინააღმდეგ ომში.

კომუნიკეში, რომელიც „დიდი შვიდეულის“ ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ გამოქვეყნებულ განცხადებაში წერია, რომ რუსეთისთვის იარაღით დახმარება და სანქციებისთვის თავის არიდების ხელშეწყობა ყველას ძვირად დაუჯდება.

განცხადების ავტორებმა მიუღებელი უწოდეს რუსეთის უპასუხისმგებლო ბირთვულ რიტორიკას და განზრახვას, ბელორუსში განათავსოს ტაქტიკური ბირთვული იარაღი.

აშშ-ის, კანადის, იაპონიის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, იტალიის და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა 16-17 აპრილს იაპონიაში გაიმართა.