ბლინკენის თქმით, სუდანში აშშ-ის დიპლომატიურ ავტოკოლონას ცეცხლი გაუხსნეს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ სუდანში აშშ-ის დიპლომატიურ ავტოკოლონას ცეცხლი გაუხსნეს.

ბლინკენის თქმით, თავდასხმისას არავინ დაშავებულა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ტელეფონით ესაუბრა სუდანის არმიისა და გასამხედროებული „სწრაფი მხარდაჭერის ძალების“ მეთაურებს და მათ ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა.

უფრო ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ევროკავშირის ელჩს საკუთარ სახლში, სუდანის დედაქალ ხართუნში თავს დაესხნენ.

გაეროს ცნობით, სუდანში შეტაკებებისას დაღუპულთა რიცხვმა 200-ს მიაღწია, დაშავებულთა რაოდენობა 1800-ს აჭარბებს. მეოთხე დღეა, ქვეყნის არმიასა და გასამხედროებულ „სწრაფი მხარდაჭერის ძალებს შორის“ შეტაკებები მიმდინარეობს.