„დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრების განცხადებით, ისინი, ვინც რუსეთს უკრაინასთან ომში ეხმარებიან, მძიმე საფასურს გადაიხდიან. ამის შესახებ ნათქვამია იაპონიაში გამართულ შეხვედრის შემდეგ მიღებულ კომუნიკეში.
"რუსეთის უპასუხისმგებლო ბირთვული რიტორიკა და მისი მუქარა ბელარუსში ბირთვული იარაღის განლაგებასთან დაკავშირებით მიუღებელია. რუსეთის მიერ ქიმიური, ბიოლოგიური ან ბირთვული იარაღის ნებისმიერ გამოყენებას მძიმე შედეგები მოჰყვება", - ნათქვამია „დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრების კომუნიკეში.
მინისტრებმა ასევე აღნიშნეს, რომ რუსეთის უპასუხისმგებლო ბირთვული რიტორიკა და მისი განზრახვა ბელარუსში ბირთვული იარაღის განლაგების შესახებ მიუღებელია.