კიშინიოვმა რუსეთის დელეგაციას ქვეყანაში შესვლის უფლება არ მისცა

17 აპრილს, რუსეთის დელეგაცია, თათრეთის ავტონომიის ლიდერ, რუსტამ მინიხანოვის ხელმძღვანელობით და თათრეთის სამთავრობო თვითმფრინავით ჩაფრინდა მოლდოვის ნახევრადავტონომიურ გაგაუზიაში, მაგრამ დელეგაციას თვითმფრინავიდან გადმოსვლის უფლება არ მისცეს. თვითმფრინავი, რომელშიც მინიხანოვი იჯდა, კიშინიოვიდან რუსეთში დაბრუნდა.

Reuters-ი წერს, რომ მოლდოვამ რუს პოლიტიკოსებს მოუწოდა, არ ჩაერიონ ქვეყნის შიდა საქმეებში.

მოლდოვა აცხადებს, რომ დელეგაციის ვიზიტი 30 აპრილისთვის დანიშნული გაგაუზიის ავტონომიის ლიდერის არჩევნებში, პრორუსი კანდიდატის, ვიქტორ პეტროვის მხარდაჭერის გაძლიერებას ისახავდა მიზნად.

კიშინიოვმა მოსკოვი არაერთხელ დაადანაშაულა ქვეყანაში სიტუაციის დესტაბილიზაციის მცდელობაში, რასაც რუსეთი უარყოფს.

მინიხანოვმა სოციალურ მედიაში გამოაქვეყნა ვიდეო, რომლის საშუალებითაც, მომხდარს სამწუხარო უწოდა. 

ინფორმაციისთბვის, გაგაუზია, სადაც 160 ათასი ადამიანი ცხოვრობს, ავტონომიური რეგიონია მოლდოვის სამხრეთით. Reuters-ი  წერს, რომ ტერიტორია პრორუსუალდ განწყობილი თურქი მოსახლეობით არის დასახლებული.