ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი ელი კოენი 3-დღიანი ვიზიტით აზერბაიჯანში ჩავიდა. მინისტრს თან ახლავს 20 ისრაელური კომპანიისგან შემდგარი ბიზნეს დელეგაცია. ვიზიტის ფარგლებში ელი კოენი მონაწილეობას მიიღებს აზერბაიჯან-ისრაელის მთავრობათაშორისი კომისიის მოახლოებულ სხდომაში, რომელიც 19 აპრილს ბაქოში გაიმართება, ასევე რამდენიმე შეხვედრას გამართავს აზერბაიჯანის ოფიციალურ პირებთან.
კოენი 19 აპრილს დილით ბაქოში აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს შეხვდება. დღის მეორე ნახევარში ის თავის კოლეგა ჯეიჰუნ ბაირამოვთან გამართავს მოლაპარაკებებს.